воскресенье, 22 декабря 2013 г.

მეცხრე დღე

დღეს გავიარეთ მერვე მოდული.კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ ჩვენი პორთფოლიოს  ყველა ფოლდერი.შევიტანეთ შესწორებები. პორთფოლიო ავტვირთეთ დისკზე და გამოვაქვეყნეთ ჩემ ბლოგზე.
  ამ ტრენინგმა შემასწავლა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მასწავლა თუ როგორ გავწერო პროექტის გეგმა.
  ვუსურვებ კიდევ ერთხელ გავიაროთ ამ სახის ტრენინგი განმტკიცების მიზნით.
  დიდი მადლობა ნინოს.ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრებაში.

ჩემი პროექტი "ნარჩენები ჩვენ ირგვლივ"

суббота, 21 декабря 2013 г.

მერვე დღე

დღეს გავიარეთ მეშვიდე და მერვე მოდული. შევადგინეთ სამი ტიპის საჭიროების მქონე მოსწავლისათვის სავარჯიშოები .შევადგინეთ   ყველა ტიპის აქტივობები პროექტის გეგმაში.ვისწავლეთ ფასილიტაციის ტექნოლ ოგიები.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი იყო.გავიარეთ მეხუთე მოდული.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.გამოვაქვეყნეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.ვისწავლეთ კომენტარის დადება კოლეგების ბლოგზე.შევქმენით მოსწავლეთა შეფასების ფორმები,გავწერეთ პროცედურები პროექტის გეგმაში.

суббота, 14 декабря 2013 г.

მეექვსე დღე

დღეს გავიარეთ მე-4 მოდული.ვისწავლეთ მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნა .შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ჩემი თავი წარმოვიდგინე მოსწავლის ადგილას რათა გამეგო რა იყო მათთვის ძნელი და ადვილი.


воскресенье, 8 декабря 2013 г.

მეხუთე დღე

დღეს გავიარეთ მესამე მოდულის ძირითადი საკითხები. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტი და პუბლიკაცია.მოვისმინეთ და განვიხილეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები ვისწავლეთ გუგლში მოძიებული მასალის საავტორო უფლებების დაცვა.

суббота, 7 декабря 2013 г.

მეოთხე დღე

მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.
შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
შევქმენი ჩემი პროექტის სლაიდშოუ.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მესამე დღე

განვიხილეთ მე-2 მოდული "სასწავლო პორექტის დაგეგმვა". ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას პროექტის განხორციელების პროცესში.
დავაკავშირეთ მიზნები სტანდარტებთან და ინდიკატორებთან.

суббота, 30 ноября 2013 г.

მეორე დღე


პროექტზე დაფუძნებული სწავლება დამეხმარება მოსწავლეებთან 21-საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.პროექტიტ სწავლება განუვითარებს ბავშვებს უნარ-ჩვევებს და მეტად გაიღრმავებენ ცოდნას.
შექვმენი პორექტის პორტფოლიო, პუბლიკაცია და დავიწყე პორექტზე მუშაობა.